მახაჭყალის "ანჟი" გიორგი ილურიძის იოლად გაშვებას ახლა ინანებს

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტგამოცემა "ევრო ფუტბოლმა" მახაჭყალის "ანჟის" მიერ ბოლო წლებში ტრანსფერებზე დახარჯული თანხები დათვალა და აღმოჩნდა, რომ 2011-13 წლებში გუნდმა მოთამაშეების შესყიდვაზე 242.6 მილიონი ევრო დახარჯა.

ამ პერიოდში "ანჟიმ" მთელი მსოფლიოს ყურადღება იმით მიიქცია, რომ კლუბის მეპატრონე სულეიმან ქარიმოვმა ორი მეგავარსკვლავი გადაიბირა: "კორინთიანსიდან" რობერტო კარლოსი, "ინტერიდან" კი სამუელ ეტო'ო.

მათ გარდა, "ანჟიმ" "ჩელსისგან" იური ჟირკოვის ტრანსფერი გამოისყიდა, "პსვ ეინდჰოვენიდან" - უნგრელი ბალაშ ჯუჯაკის და ასე შემდეგ.

ამ ინფორმაციებში ჩვენთვის საინტერესო ამბებიც აღმოვაჩინეთ. თურმე, 2011 წელს მახაჭყალის "ანჟიმ" თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" ირაკლი
კლიმიაშვილის
ტრანსფერი 100 ათას ევროდ გამოისყიდა. იმავე 2011 წელს კლიმიაშვილი ტაშკენტის "ფახთაქორში" იჯარით გაუშვეს, თუმცა დაღესტნურ კლუბს ამაში არაფერი მიუღია. ასევე მოხდა შარშან, როცა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ნახევარმცველი "ანჟიდან" წამოვიდა და გორის "დილაში" ჩაირიცხა.

იყო დრო, "ანჟი" გულუხვად იხდიდა ფულს და უკან არაფერს ითხოვდა. ასე მოხდა კიდევ რამდენიმე ქართველის შემთხვევაში - 2012 წელს ზურაბ არზიანი თბილისის "დინამოში" იჯარით რომ გაუშვეს და შემდეგ, როცა გორის "დილაში" გადავიდა.

"ანჟიდან" ასევე უსასყიდლოდ წამოვიდა ოთარ ხიზანეიშვილიც და არც ნუკრი რევიშვილისთვის შეუშლიათ ხელი "კრასნოდარში" ტრანსფერისას, თან ფულიც არ მოუთხოვიათ.

ალბათ, დაღესტნელები ახლა ინანებენ, მოთამაშეთა ბითუმად გაშვების დროს ქართველ თავდამსხმელ გიორგი ილურიძეს იოლად რომ შეელიენ - ახლახან ხორვატიაში გადასული 20 წლის ქართველის ტრანსფერს ფასი ემატება...

და ბოლოს - მცირე ხნის წინათ გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" ინფორმაციაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ სამარის "კრილია სოვეტოვმა" გია გრიგალავა "ანჟიში" 1.760 ათას ევროდ გაყიდა.

თუმცა "ევროფუტბოლი" ოდნავ განსხვავებულ ციფრს ასახელებს - რუსული გამოცემის ცნობით, გარიგების თანხა ოდნავ მეტია - 2 მილიონი ევრო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ტრანსფერია. ქვემოთ კი გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერების ტოპ-ათეულს:

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით რა რას აჩმახებთ,ანჟიმ ეტო,ო გაუშვა ის არ ინანა ........ ........ ...!
Dato
08:18 05-10-2013
0
გიორგი ქინქლაძეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!
Dato
13:49 04-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული