მარტოხელა გოგიტა გოგუას ხაბაროვსკში სადილს არავინ უკეთებს

AutoSharing Option
ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" რთულ პირობებში რომ უწევს არსებობა, არახალია. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გუნდი ყველა გასვლით შეხვედრას რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის გავლით ატარებს.

ეს კიდევ არაფერი - ეტყობა, ხაბაროვსკში ჯერ კიდევ კომუნიზმია: სტადიონი, სადაც გუნდი თამაშობს, დიდი ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელს ატარებს...

ამ გუნდის ამბები იმიტომ გვაინტერესებს, რომ იქ ორი ჩვენებური თამაშობს - მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი და ნახევარმცველი გოგიტა გოგუა.

"სკა ენერგიის" გენერალური დირექტორის, სერგეი ფელდმანის განცხადებით, კლუბს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აქვს და ისეთები თქვა, მსგავსი საქართველოშიც
რომ არ ხდება:

"კლუბის ხელმძღვანელები, ბუღალტერი, ტექნიკური პერსონალი სახლიდან მუშაობენ. ეს მოუხერხებელია, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლას ვახერხებთ და ყველა საჭირო დოკუმენტს დროულად ვაფორმებთ.

სხვათა შორის, აქ გუნდს არ აქვს კვება. ამიტომ მოთამაშეებთან შევთანხმდით, რომ საკითხს თავად მოაგვარებდნენ.

ზოგს საჭმელს მეუღლე უკეთებს, ზოგს მეგობარი გოგონა, გოგიტა გოგუა კი მარტო ცხოვრობს და იძულებულია, საჭმელი თავად მოამზადოს".


ეტყობა, ამიტომაც იყო, რუსულ ინტერნეტგაზეთ "ვანდივიზიონთან" ინტერვიუში გოგუამ ხაბაროვსკში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება რომ დაიწუნა.

"ჩვენ ახლა "ავკრიფეთ" და ლიდერებში დამკვიდრებას ვცდილობთ. საკუთარ სტადიონზე ხელოვნურსაფა
რიან მოედანზე ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის დიდი პლუსია, რადგან სხვა გუნდები შეუჩვევლები არიან.

თუმცა ხაბაროვსკში ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას სამიანით თუ შევაფასებ.

გყავდეს ასეთი კარგი გუნდი და ამავე დროს, არ გქონდეს ბუნებრივი საფარი, ჩემთვის ნონსენსია",
- ამბობს გოგუა, რომელმაც კულინარიულ პრობლემებზე ლაპარაკს ეტყობა თავი აარიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის მომავალი ხელოვნური საფარია.მთელი ევროპის მასშტაბით საფეხბურთო სკოლებში მოდის თაობა რომელიც ხელოვნურ საფარზეა გაზრდილი. უნაკლო ამქვეყნად არაფერია. ბუნებრივ საფარსაც უამრავი ნაკლი აქვს.მასზე სირბილისთვის ბუცებს 2 სანტიმეტრიანი შიპები ჭირდება.
svanski
13:37 04-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული