ლევან მჭედლიძემ "ემპოლისთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
"ემპოლის" ოფიციალური საიტის ცნობით, 23 წლის ლევან მჭედლიძემ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ცნობა მოულოდნელია, რადგან რამდენიმე თვის წინ გაიჟღერა, რომ ლევანი თითქმის შეუთანხმდა სერია A-ს "პარმას", რომ მომავალი სეზონიდან იქ გადავიდოდა.

ეს სიახლე "ემპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "მოდენასთან" მატჩის პერიპეტიებზე საუბრისას დაადასტურა.

მან თქვა: "ჩვენ ლევანის შესაძლებლობების გვჯერა და ვიცით, რომ ის გააგრძელებს ზრდას და გახდა უმაღლესი დონის ფორვარდი".

"პიანეტა ემპოლის" ცნობით, მიუხედავად ამისა, მჭედლიძის ტრანსფერი "პარმაში" მომავალში სულაც არ გამორიცხულა.

"ემპოლი" 17 ქულით მე-2 ადგილზეა სერია B-ში,
რომელიც პირდაპირ იძლევა ელიტის საგზურს. ლევანმა ამ სეზონში 5-ჯერ მოირგო "ემპოლის" მაისურა სეზონში (5-ჯერვე შეცვლაზე), ქართველს გოლი არ გაუტანია.

ლევან მჭედლიძემ "ემპოლისთან" ხელშეკრულება 2007 წლის ივლისში გააფორმა. 2008-10 წლებში მან იჯარით "პალერმოში" ითამაშა. მის იტალიურ კარიერაში 84 თამაშზე 6 გოლი მოდის.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ირიცხება - ირაკლი შეყილაძე.

ასევე იხილეთ:
ვალტერ ძენგა: მოხარული ვიქნები, თუ ლევან მჭედლიძე სერია A-ში ითამაშებს
ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო 10 დღე ვერ ითამაშებს
ლევან მჭედლიძე: ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო, კარიერა ამის მერე მოდის
"პარმა" მჭედლიძეზე ტრანსფერის უფლებას 1,5 მილიონად შეიძენს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული