სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდა ჯანო ანანიძის ფინტი "ყუბანთან" მატჩში შეტევის მარჯვენა ფლანგზე, როცა ქართველმა დიდებულად ჩამოიცილა მცველი და საჯარიმოში ჩააწოდა.
ჯანოს ფინტზე წინ მხოლოდ "ყუბანის" ფეხბურთელის, იველინ პოპოვის ფინტი დააყენეს, რომელიც ძალიან ჰგავს ჯეი ჯეი ოკოჩას ცნობილ ფინტს.
ხუთეულში მოხვდნენ: ეიდენ მაკგიდი (სპარტაკი), ჰალკი (ზენიტი) და ანტონ პუტილო (ვოლგა).
***
ამასობაში საიტმა "სპორტ ბოქსმა" დაასრულა გულშემატკივართა გამოკითხვა და ჯანო ამ
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა მცველმა 1 373 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ბელორუკოვმა (ამკარი) კი - 1 626.
ჯანო ანანიძემ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე 2 152 ხმა მიიღო და აჯობა პეევს (ამკარი) - 1 778 და ჯუჯაკს (დინამო) - 1 270 ხმა.
ჯანოს შესახებ საიტმა დაწერა: "აღვნიშნავთ ასევე ჯანო ანანიძის თამაშს. მის მოძრაობებში აღმაფრენა იგრძნობოდა. ჯანოს თამაში ღირსეულად შეაფასეს ჩვენმა მკითხველებმა. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ რუსეთში უყვართ ქართული ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, როგორი ურთიერთობაა ჩვენს ორ ქვეყანას შორის".
გეტყვით, რომ ჯანო ანანიძე "სპორტ ბოქსის" მკითხველებმა უკვე მე-2-ედ დაასახელეს სიმბოლურში.
***
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმა ოლეგ რომანცევმა ვრცელი ინტერვიუ მისცა "რბკ სპორტს". ინტერვიუს ერთი კითხვა-პასუხი ჯანო ანანიძეს ეხებოდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
- წლეულს "გაისროლა" "როსტოვმა", რომელშიც თქვენი "ლუბიმჩიკები" - ძიუბა და ანანიძე თამაშობენ. შეძლებს ეს გუნდი 5-ეულში დამკვიდრებას?
- გუნდი კარგად თამაშობს და მე ეს მსიამოვნებს, რადგან იქ ძიუბა და ანანიძე ირჯებიან. მე მათი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ობიექტურად - ისინი სასწაულს ვერ მოახდენენ, "როსტოვი" ხუთეულში ვერ შევა.
ასევე იხილეთ:
ძალიან ლამაზი და უჩვეულო ფინტების შემოქმედი ჯანო ანანიძე ტურის სიმბოლურშია [VIDEO]
ლეგიონი: მხსნელი მათე ვაწაძე, მეპასე ჯანო ანანიძე [VIDEO]