ჯანო ანანიძე 21 წლის გახდა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 21 წლის გახდა.

ჯანო ამჟამად "როსტოვში" იჯარის წესით თამაშობს მოსკოვის "სპარტაკიდან".

"როსტოვის" ოფიციალური საიტი გამოეხმაურა ქართველის იუბილეს, დაბადების დღე მიულოცა და ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში წარმატება უსურვა:

"საფეხბურთო კლუბი "როსტოვი" გულით და სულით ულოცავს ჩვენი გუნდის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს დაბადების დღეს.

ვუსურვებთ იუბილარს ჯანრთელობას, რაც შეიძლება მეტ გოლს და საგოლე პასს ჩვენი გუნდისთვის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულ მიწვევებს".

სხვათა შორის, ჯანოს დაბადების დღე მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივართა რამდენიმე საიტმაც მიულოცა.

ჯანო ანანიძე 2007
წელს გადავიდა "სპარტაკში", 2009-ში კი დებიუტი პირველ გუნდში ჰქონდა. 2007 წლიდან ჯანო რეგულარულად თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ 2009-ში მას არჩევანის გაკეთება მოუწია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. ჯანომ საქართველოს ნაკრები აირჩია და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

დღეისათვის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჯანოს ანგარიშზე ნაკრებში უკვე 21 თამაში და 2 გოლია.

P. S. "სპორტალი" უერთდება მილოცვებს და ჯანო ანანიძეს წარმატებულ საფეხბურთო კარიერას უსურვებს.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძის ფინტი რუსულ პრემიერლიგაში სილამაზით მეორეა [VIDEO]
ძალიან ლამაზი და უჩვეულო ფინტების შემოქმედი ჯანო ანანიძე ტურის სიმბოლურშია [VIDEO]
ჯანო ანანიძემ ბავშვებს "ფეხბურთის გაკვეთილი" ჩაუტარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული