ამ ჩემპიონატში მან ერთხელ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მატჩის განაცხადში სექტემბრის ბოლომდე ხვდებოდა, შემდეგ კი მას ვეღარც სათადარიგოთა სკამზე ვხედავდით.
ამის მიზეზი მარჯვენა წვივის ტრავმა ყოფილა. "ილ ტირენო" წერდა, რომ ირაკლი ვარჯიშს ამ კვირის დასაწყისიდან განაახლებდა, თუმცა ქართველი გუნდთან ერთად ჯერ კიდევ არ არის, რადგან ტრავმა ისევ აწუხებს.
"პიანეტა ემპოლის" ცნობით, ის ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და 19 ოქტომბერს "ვარეზეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ვერ უშველა