"ემპოლის" ფორვარდი ირაკლი შეყილაძე ტრავმირებულია

AutoSharing Option
"ემპოლის" 21 წლის ფორვარდი ირაკლი შეყილაძე კვლავ ტრავმირებულია. ჩვენებური სერია B-ს კლუბის ძირითად გუნდშია, თუმცა თამაში იშვიათად უწევს.

ამ ჩემპიონატში მან ერთხელ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მატჩის განაცხადში სექტემბრის ბოლომდე ხვდებოდა, შემდეგ კი მას ვეღარც სათადარიგოთა სკამზე ვხედავდით.

ამის მიზეზი მარჯვენა წვივის ტრავმა ყოფილა. "ილ ტირენო" წერდა, რომ ირაკლი ვარჯიშს ამ კვირის დასაწყისიდან განაახლებდა, თუმცა ქართველი გუნდთან ერთად ჯერ კიდევ არ არის, რადგან ტრავმა ისევ აწუხებს.

"პიანეტა ემპოლის" ცნობით, ის ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და 19 ოქტომბერს "ვარეზეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ, იქნება ლევან მჭედლიძე, რომელმაც "რეჯინასთან" 1:2 მარცხისას ბოლო 20 წუთი ითამაშა. "ემპოლი" 17 ქულით მე-2 ადგილზეა და სერია A-ში აღზევების კანდიდატია.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ვერ უშველა
მკითხველის კომენტარები / 1 /
სურათზე ირაკლი რომ არაა?? )
Salome
02:19 22-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული