დავით სირაძე: ნაკრებთან დაკავშირებით უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი

AutoSharing Option
გაზეთმა "იუგამ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ნალჩიკის "სპარტაკის" 31 წლის ლეგიონერ დავით სირაძეს. ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ნალჩიკელები დარჩენილ ტურებში ქულების დაგროვებას დაიწყებენ.

- გაიხსენეთ შარშანდელი სეზონი, როცა "სპარტაკმა" ისე ითამაშა ჩემპიონატის მეორე ნახევარი, რომ პრემიერლიგაში აღზევებაზეც აცხადებდა პრეტენზიას. გუნდში გვჯერა, რომ დღევანდელი სიტუაცია დროებითია, რადგან "სპარტაკში" ძალიან კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან.

- იქნებ ყარაღანდის "შახტიორის" მაგალითი გადაიღოთ - ცხვარი დაკლათ და ამით ეშველოს გუნდს?
- არ ვიცი, არა მგონია, რომ ეს მეთოდი ამართლებდეს - "შახტიორმა" ხომ მაინც წააგო საბოლოოდ?

- მაგრამ თავად
იძახდით, რომ ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალს, რომ სწორედ იმიტომ თამაშობთ 8-იანით, რომ მას წარმატება მოაქვს თქვენთვის...
- ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ვგულისხმობდი. თამაშების წინ ხანდახან ვგრძნობ, რომ დღეს გამიმართლებს და ხშირად გოლიც გამაქვს. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებ სეზონს. შარშან მოგებით დავიწყეთ, მერე კი იყო ჩავარდნა, მაგრამ საბოლოოდ მე-3 ადგილი დავიკავეთ.

კიდევ ერთი, ფორტუნის კეთილგანწყობაც უნდა მოიპოვო მუხლჩაუხრელი შრომით. ჩვენ სულ ცოტა გვაკლდება სიტუაციის შესაცვლელად. ყველა ხედავს, რომ ბევრ მომენტს ვქმნით. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ავსახავთ მათ გოლებში.

8 ნომერს რაც შეეხება, ამ ნომრით მამაჩემი თამაშობდა. როცა "სპარტაკში" გადმოვედი, რვიანი დაკავებული იყო, მაგრამ მის გათავისუფლებას დაველოდე.

- იმ წელს დაიბადეთ, როდესაც თბილისის "დინამომ" თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტული მოიპოვა...
- ... შეცვალა თუ არა ამან ჩემი ბედი? ვერ გეტყვით. მართალია, "დინამოში" ვითამაშე, მაგრამ დავიწყე 35-ე სკოლაში, რომელმაც აღზარდა დავით ყიფიანი, ძმები არველაძეები, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები. ამის შემდეგ იყო "დინამო" და თურქეთი, შემდეგ 5 წელი გერმანიაში გავატარე, მეორე ბუნდესლიგაში. ამ პერიოდს ყოველთვის კარგად ვიხსენებ. გერმანიაში ბევრი მეგობარი მყავს და იქ დაბრუნებაზე უარს არ ვიტყოდი.

- ეროვნულ ნაკრებთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, ვერ დალაგდა...
- ეს საერთოდ უცნაური ისტორიაა. ნაკრებში 30-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, გოლებიც გამქონდა, მაგრამ ქეცბაიას ხელში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ (მგონი, საბერძნეთთან) აღარ მივიღე მიწვევა. თანაც, არავინ არაფერი არ ამიხსნა.

მალე გაირკვა, რომ ბევრი მოწინავე ფეხბურთელი დარჩა ნაკრებს მიღმა, მწვრთნელმა გუნდის გაახალგაზრდავებაზე აიღო აქცენტი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩემში კიდევ ვგრძნობ ძალებს, რომ კარიერა გავაგრძელო.

- ალბათ, მაინც თბილისში გყავთ ყველაზე ერთგული გულშემატკივრები...
- ოჯახში ჩემს ყოველ თამაშს უყურებენ. მამა თავად თამაშობდა, ერთი პერიოდი "ლოკომოტივს" წვრთნიდა. დედა ახლაც დიდი გულშემატკივარია და ფეხბურთი ესმის. როცა ის სტადიონზეა, გოლი აუცილებლად გამაქვს.

- სხვა ცნობილ სირაძეებს იცნობთ?
- ვიცი, რომ რუსეთში არის მსახიობი სირაძე, მაგრამ ის ჩვენი ნათესავი არ არის. ჩვენი გვარი წარმოშობით რაჭიდანაა, პატარა რეგიონიდან, კავკასიონის მთებთან.

ასევე იხილეთ:
ნალჩიკის "სპარტაკმა" დავით სირაძის გოლის წყალობით მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
სერ დავით სირაძე დააბრუნეთ ნაკრებში!! ესაა კაცი
giorgi
23:28 16-10-2013
0
ეს ინვალიდ ტოკენი ვერ მოვიცილე... გამაგებინეთ რატომ არ იტვირთება კომენტარი...
murtalo
22:02 16-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული