დავით სხირტლაძე: ეს ის შემთხვევა იყო, ათასში ერთხელ რომ ხდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" ფორვარდ დავით სხირტლაძეზე ამას წინათ ვწერდით. შეგახსენებთ, რომ მან მთავარ მწვრთნელ პეტერ სორენსენთან ურთიერთობა მოაგვარა და ძირითად გუნდს დაუბრუნდა.

რა ხდებოდა რეალურად მის თავს?

თბილისში ახალგაზრდული ნაკრების მატჩებზე ჩამოსულ ფეხბურთელს ამის თაობაზეც დაველაპარაკეთ...

- რა მოხდა თქვენსა და "ორჰუსის" მწვრთნელს შორის? იყო თუ არა კონფლიქტი?
- კონფლიქტი არ გვქონია.

- ვიცით, რომ უსიამოვნება გქონდათ და წამოსვლას აპირებდით...
- ასეც ვერ ვიტყვი, რომ წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ფაქტია - რაღაც უთანხმოება გვქონდა და მერე ამას გაუგებრობაც
მოჰყვა.

- ნაკრებში ჩამოსვლამდე "რანდერსთან" რომ ითამაშეთ, ეს რას მივაწეროთ? გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა?
- დიახ, იმიტომაც მათამაშეს, რომ ყველაფერი მოგვარდა, გუნდში ვარჯიშსა და თამაშს ჩვეულებრივად ვაგრძელებ.

- ახალგაზრდულ ნაკრებზეც გკითხავთ. რას ფიქრობთ ჰოლანდიასთან მატჩზე? რამ გამოიწვია ასეთი ანგარიშით მარცხი?
- წინა თამაშები, ლატვიასთან ამხანაგური და ლუქსემბურგ-სლოვაკეთთან შესარჩევი ციკლის შეხვედრები, მართლაც კარგად ჩავატარეთ. აქედან გამომდინარე, ყველას გვქონდა იმის რწმენა, რომ ჰოლანდიას ღირსეულად დავუდგებოდით. მონდომებულებიც ვიყავით, მაგრამ თამაში ისე წარიმართა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

უხეში შეცდომებიც დავუშვით და ჰოლანდიელებმაც აშკარად გვაჯობეს. თუმცა, რაც უნდა იყოს, 0:6 ლოგიკაში არ ჯდება, ასეთი ანგარიშით დამარცხებას არ ვიმსახურებდით. ეს ის შემთხვევა იყო, ათასში ერთხელ რომ ხდება.

მიხარია, რომ შოტლანდიელებთან მოვიგეთ - ეს უფრო ლოგიკური იყო. ამით ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რეალური გგონიათ?
- რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვით, ჰოლანდიასთან წაგებამ ძალიან დაგვწია უკან.

- ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე გასულან, მაგრამ ახალგაზრდული და ეროვნული გუნდების დონეზე ეს ვერ ხერხდება...
- ჯერ არც ჩანს რეალური შანსი, ეროვნული ნაკრების დონეზე ასეთ სერიოზულ წარმატებას რომ მივაღწიოთ. ამისთვის სხვა დონის ჩემპიონატი და პირობები უნდა იყოს. თუმცა, მგონია, რომ კარგი თაობები მოდიან და სამომავლოდ მაინც უნდა გვქონდეს იმედი.

- რატომ ხდება, რომ ევროპულ კლუბებში ყველა სწრაფად, ერთი შეხებით თამაშობთ, ასე ვთქვათ, ბურთს არ აწვალებთ, ყოველ შემთხვევაში, ამას ცდილობთ მაინც. საქართველოს ნაკრებში კი ადგილობრივებიც და ლეგიონერებიც სხვანაირად თამაშობთ. რა არის ამის მიზეზი?
- (იცინის) არ ვიცი, მაგრამ მართალია - ნაკრებში უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება. სხვათა შორის, ჰოლანდიელებმა ტემპშიც დაგვჩაგრეს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი სლოვაკეთთან შეხვედრაზე - იქ არც მოძრაობა გვაკლდა და არც ტემპი, საკმაოდ სწრაფი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
U21. საქართველო-ჰოლანდია 0:6 - სწავლა მოსწავლეთა [VIDEO]
ბრაიან სტეენ ნილსენი: ახლა ყველაფერი თავად დავით სხირტლაძეზეა დამოკიდებული
რას ერჩის პეტერ სორენსენი ქართველებს? მათე ვაწაძე გაკვირვებულია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაარჩიეთ ობიექტურად ჰოლანდიასთან მარცხი. ისე წინ ვერ წავალთ.
იცოდეთ თუ ჭკუას არ ვისწავლით შოტლანდიასთან და სლოვაკიათან ცუდი დღე დაგვიდგება.
უნდა გაიგოთ: საქართველოს ნაკრებუ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე. ისე როგორ გესახებათ წინსვლა? ჯერ აქ უნდა გამოიჩინო თავი მერე ოლიმპიადისთვის უნდა იბრძოლო, ამის მერე პირველი ნაკრებიც გაქაჩავს.
kako
16:21 17-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული