ლევან მჭედლიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
"პიანეტა ემპოლი" წერს, რომ "ემპოლის" ხელმძღვანელობის შიში არ გამართლდა - 23 წლის ლევან მჭედლიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

16 ოქტომბერს, ვარჯიშისას ლევანმა მუხლში ტკივილი იგრძნო და მაშინვე შეწყვიტა ვარჯიში. საბედნიეროდ, ტესტებმა კუნთის მცირე პრობლემაზე მეტი ვერ გამოავლინა და მჭედლიძე უკვე შეუერთდა ჯგუფს.

"ვარერეზთან" თამაშში "პიანეტა ემპოლი" ჩვენებურს სათადარიგოთა სკამიდან დაწყებას უწინასწარმეტყველებს, რადგან შეტევაში ტავანო-მაკარონეს წყვილი გაირჯება.

რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის კი მომჯობინდა, მაგრამ სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს და მისი თამაში ამ ტურში გამორიცხულია.

ასევე იხილეთ:
ლევან მჭედლიძე ისევ
ტრავმირებულია: ამჯერად მუხლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ რა ჯვარს აცვეს ეს ბიჭები, ნაკრებში არ ჩამოდიან, არ კადრულობენ, სამშობლოს ღალატობენ და რა ვიცი კიდევ რაო. თავიანთ გუნდებში თუ ვერ გაქაჩეს და მოიკიდეს ფეხი, საქართველოს ნაკრებსაც ვერ გამოადგებიან. ისეთი გადაწყვეტილების მიღება როგორიც მჭედლიძემ მიიღო გამუდმებით უწევთ ფეხბურთელებს და გაგებით უნდა მოეკიდეს გულშემატკივარი.
odala
10:06 19-10-2013
0
ნეტავ როდის დაიწყებს გოლების გატანას :(
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული