საბა კვირკველია: ახალგაზრდულ ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი არ აქვს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" 21 წლის ქართველ მცველ სოლომონ კვირკველიას რუსეთში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს.

კვირას "ვოლგასთან" 1:2 მარცხშიც საბა სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მცველს კლუბის შეცვლა არ სურს. ამის შესახებ მან "რუბინის" ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუში განუცხადა.

- სანაკრებო მატჩებიდან დავბრუნდი, ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი მატჩი ითამაშა. სამწუხაროდ, ჰოლანდიელებთან ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა. ჩვენ გვქონდა 2-3 მომენტი მატჩის დასაწყისში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. აი, მეტოქემ კი პირველივე შანსი გოლად აქცია. პირველი სამი გოლი სასაცილოდ გავუშვით, მერე კი ყველაფერი ხელიდან
წავიდა.

საბედნიეროდ, მეორე თამაშში შევძელით ძალების მოკრება, დავივიწყეთ მარცხი და შოტლანდიასთან მატჩისთვის სათანადოდ განვეწყვეთ. პრინციპში, შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი არ გვაქვს, დარჩენილ მატჩებში უნდა ვიყოჩაღოთ.

- კლუბში სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ. ეს არ აისახება ნაკრებში თამაშზე?
- ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. რაც შეეხება სათამაშო პრაქტიკას, ზოგი თამაშობს, ზოგი ვერა. მთავარია, რომ მონდომებული ვარ. თითოეულ ფეხბურთელს თავისი შანსი აქვს, საკმარისია მხოლოდ ვარჯიშებზე თავდადება და ლოდინი. "რუბინი" ის გუნდია, სადაც კარიერის გაგრძელება მომავალშიც ძალიან მინდა.

ასევე იხილეთ:
საბა კვირკველია: შოტლანდიასთან წაგებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული