ქართველები ტრავმის წყალობით ინგუშურ-ოსურ ცემა-ტყეპას ასცდნენ

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ჩემპიონატში 19 კლუბია, ყველას 19-19 მატჩი დაუგროვდა.

ქართველთა "ალანია" მათ გარეშე (ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ტრავმირებულნი არიან) ეწვია ნაზრანს და "ანგუშტთან" 0:1 დამარცხდა. ინგუშურ-ოსურმა დაპირისპირებამ ამ მატჩშიც გამოიღო თავისი შედეგები და ფანებს შორის არცთუ მცირე ინციდენტები მოხდა. მატჩი კინაღამ ჩაიშალა.

ზურაბ არზიანის "გაზოვიკმა" "სალიუტს" 3:0 მოუგო. ქართველი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

ნალჩიკის "სპარტაკი" "ნეფტეხიმიკს" ეწვია და 0:0 დაუზავდა. დავით სირაძე მატჩის მიწურულს შეცვალეს, გუჯა რუხაია კი ამჯერად არ
ყოფილა "სპარტაკის" განაცხადში.

ასევე 0:0 ითამაშა გიორგი ნავალოვსკის და გოგიტა გოგუას "სკა-ენერგიამ" (შინ "როტორთან"). ორივე ჩვენებურმა 90-90 წუთი ითამაშა, გოგუა ბოლოსკენ გააფრთხილეს.

აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" სტუმრად 3:0 გაანადგურა სანკტ-პეტერბურგის "დინამო". ჩვენებურმა სრულად ითამაშა. "მორდოვია" 40 ქულით პირველია და 3 ქულით უსწრებს "ალანიას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული