მოსკოვურმა კლუბმა ჯანო და ფორვარდი არტიომ ძიუბა "როსტოვს" ერთი სეზონით ათხოვა, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, "სპარტაკს" 21 წლის ქართველის ზამთრის შეკრებაზე უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა.
ახლა გაირკვა, რომ ამ უფლებას კლუბი არ გამოიყენებს.
ჯანო ანანიძე სეზონს "როსტოვში" დაასრულებს და მას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ "როსტოვის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ჯანომ თავად გამოთქვა "როსტოვში" დარჩენის სურვილი და აღნიშნა, "სპარტაკის" ხელმძღვანელობას თავად ვთხოვ, ზამთარში არ დამაბრუნონო.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე ჩილიმს აბოლებს! - "როსტოვის" ფანები აღშფოთებულნი არიან
ჯანო ანანიძე: სანამ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია, ნაკრებს სულ გაუჭირდება