express.de: ბევრის თქმით, "ფორტუნა" ლევან ყენიას გარეშე უკეთესად თამაშობს

AutoSharing Option
დიუსელდორფის "ფორტუნას" 23 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ტრავმა მოირჩინა და სრულყოფილ ვარჯიშს შეუდგა. შაბათს "ფორტუნას" მეტოქე "პადერბორნია".

ყენიას არყოფნაში დიუსელდორფელებმა უკანასკნელ 390 დღეში პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმეს (ინგოლშტადტში).

"მაიკ ბიუსკენსმა არ ითამაშა კლასიკური გამთამაშებლით და ამან შედეგი მოიტანა. ბევრის თქმით, "ფორტუნა" ყენიას გარეშე უკეთ თამაშობს, ეს კი ცუდი ამბავია ქართველი ნახევარმცველისთვის", - წერს გერმანული "ექსპრესი".

"კარგად ვიცი, რომ ჩემი თამაშის ხარისხის უკეთესის სურვილს ტოვებს. იმავეს ვიტყვი ვარჯიშებზეც. სწორედ ამის შესახებ მესაუბრა მწვრთნელი გახსნილად", - განაცხადა ქართველმა.

ბიუსკენსს მოსწონს ყენიას დამოკიდებულება
საკითხისადმი და აღნიშნავს, რომ ტაქტიკური სისტემები ხშირად იცვლება. ასე რომ, ყენიას შანსი ისევ მიეცემა.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ,ქართველებს საკუთარ თავებზე დიდი წარმოდგენა გვაქვს,აუ ყენია,მჭედლიჩე,ანანიძე და ასე შემდეგ,მომავალი ვარსკვლავები არიანო,მეტიც ზოგიერთი ჩვენმა ჟურნალისტებმა მესისაც კი შეადარეს,გახსოვთ.ხალხო სირცხვილია,გამოიფხიკეთ თვალები და ყურები და მიწაზე დაეშვით,ჩვენ არაფრის მაქნისები ვართ,როგორც პოლიტიკაში ისე სპორტში და საერთდოდ ყველაფერში.
roma
12:25 25-10-2013
0
ამას არ იყო ჟურნალისტებმა მომავალი წლისთვის ბარსელონაში გადასვლა რომ უწინასწარმეტყველეს?!
giorgi
11:29 25-10-2013
0

სიახლეები პოპულარული