გოგიტა გოგუა: ნაკრებში ისევ ვითამაშებ, როცა მწვრთნელი ქეცბაია აღარ იქნება

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ამ ზაფხულს გორის "დილადან" ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადავიდა.

გოგუა I დივიზიონის გუნდში რეგულარულად თამაშობს, გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც დივიზიონის საიტზე გავიდა.

ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც გოგუა ძირითადად რუსული საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე ლაპარაკობს, ჩვენ აღარ ვთარგმნეთ და მხოლოდ იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც, ჩვენი აზრით ქართველ მკითხველს დააინტერესებს.

- ადრე ამბობდით, რომ თქვენთვის დიდი ფეხბურთი "ხიმკიდან" არ დაწყებულა, არამედ ნალჩიკის "სპარტაკიდან", რატომ?
- "ხიმკიში" ცოტას ვთამაშობდი და ეს არ მაკმაყოფილებდა. ფეხბურთელად თავს ვერც კი ვგრძნობდი. აი, ნალჩიკში
მისვლით კი ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. პირველი ქართველი ვიყავი გუნდში. მერე მოვიდნენ ლევან გვაზავა და დავით სირაძე. ხალხი პატივს მცემდა, კლუბის ხელმძღვანელობა მენდობოდა და რუსეთის პრემიერლიგაში ვთამაშობდი, თანაც კარგად.

- თქვენთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენ გოლს გაიტანთ?
- არავითარი. ჩემ გოლებს არ ვითვლი, მთავარია, გუნდი მოგებული დარჩეს. ნახევარმცველისთვის კარგი პასის მიცემა აუცილებლობაა, რა თქმა უნდა, გოლის გატანა ძალიან სასიამოვნოა.

- იმ სეზონის მერე, ფანებმა საუკეთესო ფეხბურთელებში მე-3 ადგილზე გაგიყვანეს...
- ჩემთვის გულშემატკივრების მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. ნალჩიკში ახლაც ვახსოვარ ხალხს და ეს ძალიან სასიამოვნოა. 2006 წელს გავხდი კლუბის საუკეთესო ახალწვეული. მერე ნალჩიკიდან მივდიოდი, მაგრამ ისევ ვბრუნდებოდი, რადგან იქ თავს კარგად ვგრძნობდი.

- ხაბაროვსკში ყოველი ტურის მერე ასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელებს და თქვენ სულ მეორეზე ხართ გიორგი ნავალოვსკის შემდეგ...
- მადლობა ამისთვის გულშემატკივრებს. სამწუხაროდ, გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ მაყურებელი მაინც ცოტა დადის.

- თქვენ და ნავალოვსკი ერთმანეთში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობთ?
- დიახ, მე და გიორგი ერთმანეთს სულ ქართულად ველაპარაკებით. ბრაზილიელებიც ერთმანეთში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, ეს კლუბის დანარჩენ წევრებს ესმით - ბოლობოლო ისე კარგად არ ვიცით რუსული, როგორც მშობლიური ენა.

- ხომ არ სწავლობენ ქართულსაც?
- ისედაც იციან "ლამაზ-ლამაზი" სიტყვები და მათი მნიშვნელობა.

- თქვენზე ამბობენ, გოგუა სადილს თავად იმზადებსო. რა არის თქვენი საფირმო კერძი?
- არ გეტყვით, ეს სია საიდუმლოა. ბიჭებმა იციან, როგორი მზარეული ვარ, გამოცდილი აქვთ - მიყვარს კამპანიები, თუმცა შინ ჯდომა მოსაწყენია. ჩემი საყვარელი კერძია ჩახოხბილი. ბიჭები მეხუმრებიან ხოლმე, გოჩა, როდის გექნება ჩახოხბილი? არ არის ადვილად მოსამზადებელი კერძი. ეს საქმე დიდად კი არ მიყვარს, მაგრამ ხაბაროვსკში არ არის ქართული რესტორანი და რა ვქნა?!

- 2011 წლის 27 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მეორე დღეს თქვენსა და თემურ ქეცბაიას შორის კონფლიქტი მოხდა. რა მოხდა ასეთი, რის გამოც დაკარგეთ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება?
- ასახსნელიც არაფერია - საქართველოში უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ნაკრებში ყოველთვის ვთამაშობდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სანამ იქ დღევანდელი მწვრთნელი იქნება, არა მგონია, რომ დავბრუნდე.

ფეხბურთისა და პირადი ურთიერთობების ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ყოველი მოთამაშისთვის მოვლენაა, როცა ეროვნულ ნაკრებში იძახებენ. ჯერ 30 წლის ვარ და კიდევ ვითამაშებ ნაკრებში.

ნაკრების მატჩებს თვალ-ყურს ვადევნებ და ზოგჯერ მიფიქრია, რომ ამა თუ იმ მატჩში სხვაზე ნაკლებად არც მე ვითამაშებდი.

- რუსულ პრემიერლიგაში თამაშს არ აპირებთ?
- დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. ვგრძნობ, რომ ძველებურად თამაში შემიძლია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ახლა ვიწყებ კარიერას. 21-22 წლის ასაკში ჯერ თავის გამოჩენას ვცდილობდი და მერე გუნდზე თამაშს, ახლა ეს ყველაფერი წარსულია.

- თქვენი საყვარელი კლუბი...
- "ბარსელონა". მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური გუნდი. საყვარელი ფეხბურთელი კი ლიონელ მესია.

- იყო დრო, ევროპაში წასვლა შეგეძლოთ, კერძოდ, შოტლანდიურ "ჰარტსში"...
- მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი იყო, სამწუხაროდ, ბრიტანელებმა სამუშაო ვიზა არ მომცეს.

ასევე იხილეთ:
მარტოხელა გოგიტა გოგუას ხაბაროვსკში სადილს არავინ უკეთებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ითამაშებ. იმიტომ რომ არ უნდა ითამაშო. გიჟივით სირბილი, ბურთის თრევა და ღორობა ფეხბურთი არ არის. ჰო, ის არ დაგავიწყდეს სამარცხვინოდ რომ დასდევდი ფრანგებს მაისურის გამოსართმევად.
ოდალა
20:20 25-10-2013
0
ოდალა , მოიცა , კაცო ვინ ფრანგებს?
Shukovani
16:45 26-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული