შეუცვლელად ითამაშეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ "სკა-ენერგიას" ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი ნავალოვსკიმ და გოგიტა გოგუამ.
გოგუა შორეული გადაცემებით ხშირად ამარაგებდა ვასილი კარმაზინენკოს, რომელმაც მატჩის ორივე გოლი გაიტანა მატჩში; ხოლო ნავალოვსკი ერთი-ორჯერ მწვავედ ჩაერთო ფლანგიდან შეტევაში.
ყაზანის "რუბინი" პირველლიგელ "ლუჩ-ენერგიას" ვლადივოსტოკში ეწვია, 2:4 დამარცხდა და რუსეთის თასიდან გავარდა.
"რუბინის" რიგებში 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: ნაკრებში ისევ ვითამაშებ, როცა მწვრთნელი ქეცბაია აღარ იქნება