იშვიათი გამონაკლისი არნემის "ვიტესის" კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშიაა, რომლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ფიფას აგენტმა გოგა გახოკიძემ გვიამბო:
"გურამ კაშიათი ინგლისური პრემიერლიგის კლუბი "სანდერლენდი" და გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელი "შტუტგარტი" დაინტერესდნენ. გერმანელებს იჯარა სურდათ, რაც არ გამოვიდა.
ყველაზე სერიოზული ინტერესი მაინც "ანდერლეხტის" მხრიდან იყო, ამ გუნდს ხომ "ვიტესის" ყოფილი მწვრთნელი ჯონ
კაშია თავს "ვიტესშიც" კარგად გრძნობს, გუნდის კაპიტანია, მაგრამ უკეთეს კლუბსა და უკეთეს პირობებზე უარს რატომ იტყვის?
არის ლაპარაკი, რომ "ანდერლეხტში", შესაძლოა, მაინც წავიდეს. მალე ევროპაში მივდივარ და დაინტერესებულ კლუბებს კიდევ ერთხელ დაველაპარაკები".
გახოკიძემ დაადასტურა, რომ 2012 წლის დასაწყისში კაშიათი "ჩელსიც" დაინტერესდა:
"მაშინ ინგლისელებს რამდენიმე ცენტრალური მცველი დაუშავდათ და სასწრაფოდ მათ შემცვლელებს ეძებდნენ. სიაში კაშიაც მოხვდა, მაგრამ ლონდონელებმა არჩევანი სხვა ფეხბურთელზე შეაჩერეს. "ჩელსისთან" კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა".
გახოკიძე მიიჩნევს, რომ საინტერესო პერსპექტივა აქვს მარტვილის "მერანის" თავდამსხმელს, 17 წლის აკაკი შულაიას:
"ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტია და ცოტა ხნის წინ მასთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. შულაია სამი წლის წინ შევნიშნე, ძალიან მომეწონა და ამ პერიოდში მან დიდი პროგრესი განიცადა.
თუ ძველებურად გააგრძელა შრომა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი გახდება.
საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოეთში წასასვლელი ფეხბურთელების გრძელი სია ჩამოვწეროთ. სამწუხაროდ, საინტერესო ფეხბურთელთა რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდება, ხელშეწყობა, გვერდში დგომა და დაკვალიანება სჭირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"