ავთო ებრალიძე საქართველოს ნაკრების მაისურს "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტს ჩუქნის

AutoSharing Option
15 ოქტომბერს 22 წლის ავთო ებრალიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ესპანეთთან მატჩში შედგა.

კვირას ებრალიძის გუნდს, "ჟილ ვისენტეს" გიმარაეშის "ვიტორიასთან" მატჩი ელის, ეს კი ჩვეულებრივი შეხვედრა არ გეგონოთ, ე.წ. მინჰოტოს დერბია და "ჟილ ვისენტესთვის" "ვიტორია" უპრინციპულესი მოწინააღმდეგეა.

თამაშის წინ კი ერთი მცირე ღონისძიება გაიმართება - ჩვენებური საზეიმო ვითარებაში გადასცემს ეროვნული ნაკრების მაისურს "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტ ანტონიო ფიუზას.

"ოლივეირენშედან" "ჟილ ვისენტეში" გადასული ნახევარმცველი საფეხბურთო სამყარომ (მათ შორის, ქართულმაც) "ჟილ ვისენტედან" გაიცნო. სწორედ ამ კლუბის დამსახურებაა, რომ თემურ ქეცბაიამ ავთო ეროვნულ გუნდში მიიწვია. ასე რომ, გასაკვირი
სულაც არ არის ქართველი ფეხბურთელის მადლიერი ჟესტი.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული