ნიკოლოზ გელაშვილი: ნეტავ ასეთი მატჩები ბევრი იყოს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პირველობას 27 ქულით აგდამის "ყარაბახი" ლიდერობს, რომლის შეტევების ლიდერად საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ჩამოყალიბდა.

გერმანული "ბოხუმიდან" აზერბაიჯანში გადაბარგებულმა ფეხბურთელმა 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ნაყოფიერი მისთვის ბოლო ტური გამოდგა - "გაბალასთან" დუბლი შეასრულა და კიდევ ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

მატჩის შემდეგ, რომელიც "ყარაბახმა" 4:3 მოიგო, გელაშვილი კმაყოფილი იყო:

"ამ თამაშმა კმაყოფილება ჩვენც მოგვგვარა და მაყურებელსაც. ანგარიში თავად მეტყველებს ამაზე. ბევრი გოლი, ბევრი ბრძოლა, ორივე გუნდი მოგებაზე თამაშობდა.

კარგი იქნება, თუ ასეთი მატჩები მომრავლდება. მოხარული
ვარ, რომ საბოლოოდ გამარჯვებული "ყარაბახი" გამოვიდა. მართალია, დიდი ანგარიშით მოგება არ გამოგვივიდა, მაგრამ ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს - 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა და ლიდერობას ვაგრძელებთ"
, - განუცხადა "აზერიფუტბოლს" ჩვენებურმა. 

ასევე იხილეთ:
შვიდგოლეული - უჩვეულოდ ქართული უქმეები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული