საოცარია, მაგრამ გამოცემა AD-მ ამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი ვიტესელი (პრიოპერი) შეიყვანა.
ალბათ, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ისევ მოხვდებოდა სიმბოლურ ნაკრებში, რომ არა დასანანი შეცდომა "უტრეხტთან" მატჩის 62-ე წუთზე - მან საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმრებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს.
Goal.com-ის ჰოლანდიურ გამოცემასთან ინტერვიუში ახლად გამომცხვარი ლიდერის ქართველი კაპიტანი ამბობს,
"ახლა ჩვენ ერედივიზიეში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, მაგრამ გვაკლია სტაბილურობა. ახლა ხანდახან დასანან შეცდომებს ვუშვებთ - მაგალითად, "გრონინგენთან" სეზონის საუკეთესო მატჩი გვქონდა და ხუთ წუთში დავკარგეთ გამარჯვება. ეს რომ არა, ცხრილის სათავეში უფრო ადრე მოვექცეოდით.
ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ პროგრესზე. ვფიქრობ, ნამდვილი "ვიტესის" სანახავად მომავალ სეზონამდე უნდა მოიცადოთ.
გვაკრიტიკებენ, რომ ბევრ ფეხბურთელს ვიყენებთ, რომლებიც "ჩელსიში" ვერ მოხვდნენ შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტია, აქ ისინი ძალიან გვეხმარებიან და ტალანტებსაც განვითარებაში ხელს უწყობენ".
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ჰოლანდიაში ქართველთა "ვიტესი" გალიდერდა!