ჯაბა კანკავას საკუთარმა მწვრთნელმა... წითელი ბარათი უჩვენა

AutoSharing Option
ჯაბა კანკავას, უჩა ლობჟანიძისა და სანდრო კობახიძის "დნიპროს" ტური ჩაუვარდა - კიევის "არსენალი" დაიშალა და "დნიპროს" თამაში არ მოუწია.

ამიტომ ესპანელმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა გადაწყვიტა, სათამაშო პრაქტიკის კომპენსირებისთვის ორმხრივი მატჩი გაემართა, რომელსაც თავად უმსაჯა.

მწვრთნელმა გუნდი "ცისფერებად" და "წითლებად" დაყო. "ცისფერებში" ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ჩემპიონატის განაცხადში "დნიპროს" შეყვანილი არა ჰყავს და თამაში საერთოდ არ უწევს. ამავე გუნდში იყო სანდრო კობახიძეც, ხოლო "წითლებში" ჯაბა კანკავა ირჯებოდა.

ეს მატჩი "ცისფერებმა" სანდრო კობახიძის ულამაზესი გოლით მოიგეს. სხვათა შორის, მანამდე სანდრომ ორი მომენტიც
გაანიავა, მოკლედ, ძალზე აქტიური იყო და ხუანდე რამოსს დაუმტკიცა, რომ თამაშის ღირსია. აი, უჩა ლობჟანიძემ კი საჯარიმოში მეტოქე მოცელა და "წითლებმა" სწორედ პენალტით გაათანაბრეს.

თუმცა ყველაზე საინტერესო ეპიზოდი 1:0-ზე მოხდა, როცა ჯაბა კანკავამ და ნიკოლა კალინიჩმა იჩხუბეს. "დნიპროს" საიტის ცნობით, დიდი არაფერი მომხდარა, თუმცა ხუანდე რამოსმა პრინციპულობა გამოიჩინა და ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. აი, ასე დასაჯა საკუთარმა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. IV ტური: კანკავა, კობახიძე და კვირკველია - პლეი ოფში, გრიგალავა - თითქმის, ლადო ჩარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული