არტიომ ძიუბა: ჯანო ანანიძეს "როსტოვში" გადასვლა მე ვურჩიე

AutoSharing Option
"როსტოვის" ფორვარდმა არტიომ ძიუბამ, რომელიც ჯანო ანანიძის მსგავსად, "სპარტაკიდან" იჯარით თამაშობს, განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "როსტოვში" გადასვლის გადაწყვეტილება მისი რჩევით მიიღო.

ძიუბა როსტოვის ტელევიზიაში, გადაცემა "მესამე ტაიმში" იყო მიწვეული:

"ანანიძე "როსტოვში" იმიტომ გადმოვიდა, რომ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

მე მაშინ ჯანოს ვუთხარი: წამოდი, "როსტოვში" ერთად ვითამაშოთ. მისი პასუხი იყო მყისიერი - ჯანო დათანხმდა.

აქამდე ყველა ჩემი მეგობარი ფეხბურთელი ან მეკარე იყო, ან მცველი, "სპარტაკში" ანანიძესთან ახლო ურთიერთობა საერთოდ არ მქონდა. ჩვენ "როსტოვში" დავმეგობრდით. ძალიან სასიამოვნოა, როცა ორი შემტევი ფეხბურთელი ერთმანეთს
კარგად უგებს, როგორც მოედანზე, ისე ცხოვრებაში. ეს ძალიან გვეხმარება მოედანზე - ერთმანეთს უკვე გამოხედვითაც ვუგებთ"
, - განაცხადა ძიუბამ.

სხვათა შორის, ჯანოსგან განსხვავებით, ძიუბა, რომელიც რუსული პრემიერლიგის ბომბარდირია 12 გოლით, "სპარტაკში" დაბრუნებას საერთოდ აღარ აპირებს.

ასევე იხილეთ:
როგორ შეაშინეს მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძემ და ძიუბამ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული