გიორგი ლომაია საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ისე, როგორც ჩვენთან, ამჟამად შესვენებაა; თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი ამ დღეებში - ესტონეთთან და ყირგიზეთთან.

მანამდე კი აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს: თითქმის ყველა იქაური სპორტული გამოცემისა თუ ვებგვერდის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე ყველას 34 წლის გიორგი ლომაია ჰყავდა დასახელებული.

ანალოგიური სიტუაცია იყო აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის მიერ შედგენილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც, სადაც XIII ტურის საუკეთესო მეკარედ ბაქოს "ინტერის" ქართველი ლეგიონერია მიჩნეული.

თუმცა ეგ კიდევ არაფერი: აზერბაიჯანის
პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ლომაია აღიარა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული