ხაბაროვსკში "სკა-ენერგიამ" სანკტ პეტერბურგის "დინამოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. საოცარია, მაგრამ ფაქტია ამ სტადიონს ჯერაც ლენინის სახელობისა ქვია.
მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა გოგიტა გოგუა, გიორგი ნავალოვსკი არ გამოჩენილა. ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის შემდეგ ვეღარ ვიტყვით, რომ ვალდას ივანაუსკასის გუნდის მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა.
როგორც რუსული მედია იუწყება, "სკა-ენერგიას" მამოძრავებელი ძალა კვლავ გოგუა იყო, სწორედ მან წამოიწყო კომბინაცია მე-19 წუთზე, რომელიც გოლით დასრულდა. გოგუამ მარცხენა ფრთაზე რადჩენკო მოძებნა, რომელმაც საგოლე
ლიდერმა "მორდოვიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "გაზოვიკი". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, ხოლო მასპინძელი ზურაბ არზიანი სათადარიგო იყო. "მორდოვია" 52 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
დავით სირაძის "ნალჩიკი" ამ ტურს ტოვებს (ჩემპიონატში კენტი რაოდენობის გუნდია), ხოლო "ალანიას" შემადგენლობაში კვლავ ტრავმის გამო ვერ თამაშობენ ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა.