გოგიტა გოგუა წარუმატებლობას მინდვის საფარს აბრალებს

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის 24-ე ტურის მატჩში "სკა-ენერგიამ" ვერ მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერს, სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" - 1:1. ამ შეხვედრაში მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა გოგიტა გოგუამ საგოლე კომბინაცია წამოიწყო და მოედანზეც აქტიური იყო.

ქართველი ნახევარმცველი წარუმატებლობას ხაბაროვსკის ლენინის სახელობის სტადიონის საფარს აბრალებს:

"ასეთ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. აქ შემოქმედებითი ფეხბურთისთვის ადგილი არ არის. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, ვიგებდით კიდევაც, მაგრამ გამარჯვება ბოლო წუთებზე "გაგვიფრინდა".

ყველამ თავი დავდეთ, მაგრამ ცუდმა საფარმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. სხვათა შორის, "დინამო" მომეწონა, საინტერესო გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს.

თუმცა მეტოქეს არ
ეწყინება, თუ ვიტყვი, ჩვენ "დინამოს" აშკარად ვჯობდით, რომელსაც მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა კიდევაც"
.

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: ნაკრებში ისევ ვითამაშებ, როცა მწვრთნელი ქეცბაია აღარ იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული