"ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გადაცემა "პროფუტბოლში" გუნდის ქართველ ლეგიონერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სხვა გუნდში გაშვება სურს.
"ორი ქართველი - ოქრიაშვილი და თარგამაძე, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ნაკრებში წავიდა, აღარც დაბრუნებულა.
მინდა ამ ბიჭებმა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა სხვა გუნდში სცადონ, რადგან ფიქრობენ, რომ "ილიჩევეცის" დონისთვის უკვე "გადაზრდილები" არიან", - თქვა
შეგახსენებთ, რომ თარგამაძეცა და ოქრიაშვილიც კონტრაქტით დონეცკის "შახტარს" ეკუთვნიან, "ილიჩევეცში" კი იჯარით თამაშობენ.