ჯანო ანანიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს

AutoSharing Option
"როსტოვის" ოფიციალური საიტის ცნობით, ჯანო ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში გუნდთან ერთად განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ჯანომ გამოტოვა პრემიერლიგის მატჩი "ზენიტთან", რომელიც მოულოდნელად მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

26 ნოემბერს გუნდმა ცსკა-სთან მატჩისთვის მზადებისთვის "ოლიმპ-2"-ის მოედანზე ივარჯიშა და სწორედ იქ გამოჩნდა პირველად ჯანო.

ჯანომ სლოვაკეთთან თამაშში მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთი დაიზიანა. ამ ტრავმის გამო, წესით, მას მეტი უნდა გამოეტოვა, თუმცა "როსტოვის" მედიკოსებმა იყოჩაღეს და ქართველი ფეხზე მალე დააყენეს.

ანანიძემ მოედნის ნაწილში გამართულ სავარჯიშო ფეხბურთშიც მიიღო მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე:
ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული