ჯანო ანანიძე: ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაძაბულ ვითარებას "როსტოვის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გამოეხმაურა.

ანანიძე თემურ ქეცბაიასთან რაიმე კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ ესპანეთთან მატჩისთვის შეკრებაზე მისი არგამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური პრობლემით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ქეცბაიას სატელევიზიო თოქ-შოუში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.

იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

გადაცემის გასვლის შემდეგ ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ალექსანდრე ამისულაშვილმა განაცხადა. ამისულაშვილის შემდეგ კი ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილმა გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა.

იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი ჯანო ანანიძემ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამისულაშვილი წასული იყო ისედაც, თქვენც ხომ კარგად იცით?
1111
15:19 22-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული