გოგუა და ნავალოვსკი რუსეთის თასის მეოთხედფინალს ვერ შესწვდნენ

AutoSharing Option
რუსეთის თასს მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა გოგიტა გოგუას და გიორგი ნავალოვსკის "სკა-ენერგია".

ხაბაროვსკელები ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიას" ესტუმრნენ და 0:1-ს აგებდნენ, მაგრამ 93-ე წუთზე გათანაბრება შეძლეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

დამატებითი დროის პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა, 15-წუთეულში სამი გოლი გავიდა, ორი სტუმართა კარში და საბოლოოდ მეოთხედფინალში "ლუჩ-ენერგია" გავიდა - 3:2.

გიორგი ნავალოვსკი არ ყოფილა, ხოლო გოგიტა გოგუა თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა წარუმატებლობას მინდვის საფარს აბრალებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული