ლადო დვალიშვილი: ჩემი თამაში მწვრთნელმა და ფანებმა უნდა შეაფასონ

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ლიდერმა "ლეგიამ" მოულოდნელად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "პოდბესკიძიესთან" - 0:1. ამ შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა ლადო დვალიშვილმა, რომელმაც ჩემპიონატში უკვე 9 გოლი გაიტანა.

მარცხის მიუხედავად, "ლეგია" 37 ქულით კვლავ პირველია და 3-3 ქულით უსწრებს "გორნიკსა" და "ვისლას".

ქართველი ფორვარდი მეორე ტაიმში შეცვალეს, მანამდე მან კარგი შანსი გაანიავა. აი, რა თქვა თამაშის შემდეგ ლადომ:

"ასეთ გუნდებთან უნდა გამოიყენო შანსი და ქულები აგროვო. ჩვენ გვჭირდება ახალი გამოწვევები მას მერე, რაც ევროსარბიელზე თავი შევირცხვინეთ.

რატომ წავაგეთ? ჩემი აზრით, გადავიღალეთ. უკან
ბევრი მატჩია და ამან თავისი დაღი დაამჩნია, მოედანზე ნელა ვმოძრაობდით. მაგრამ ეს არ გვამართლებს და ოთხშაბათს მოსაგებად უნდა გავიდეთ მინდორზე".

სხვათა შორის, ლადომ ჩვეული ცენტრფორვარდის ნაცვლად, შეტევის ფლანგზე ითამაშა: "შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვითამაშე. თუმცა ეს არ არის ახალი ჩემთვის - "ვიძევშიც" ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. ჩემი აზრით, ურიგოდ არ მითამაშია, თუმცა ამაზე მწვრთნელმა და ფანებმა უნდა ილაპარაკონ.

3-4 შემთხვევაში, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ არ გავიდა ბურთი მეტოქის კარში. მასპინძლებს კი სულ ორი მომენტი ჰქონდათ და ერთი გამოიყენეს კიდევაც. სამწუხაროა"
, - განაცხადა ლადო დვალიშვილმა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილისა და ლადო დვალიშვილის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული