წლის კურიოზი: ჯანო ანანიძემ სამიოდე მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა [VIDEO]

AutoSharing Option
2 დეკემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტური 4 მატჩით დასრულდა, რომელთაგან 3 - ჩვენი ყურადღების ქვეშ იყო.

უიმედო აუტსაიდერმა "ანჟიმ" შინ 0:2 წააგო "ტომთან". მასპინძელთა შორის მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.

ჯანო ანანიძის "როსტოვმა" ცსკა-ს წარმატებული სერია (ზედიზედ 4 მოგება) შეუწყვიტა - 0:0. ქართველი შემტევი ძირითადში იყო და მოედანს 82-ე წუთამდე შემორჩა.

მეორე ტაიმში ჯანოს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა - ჩვენებურს მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში გატანა მართებდა, თუმცა ბურთი ფეხზე აეჭრა და მისი დარტყმული საპირისპირო მხარეს წავიდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"რუბინი"-"ამკარის" მატჩში (3:0) მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა მცველმა საბა კვირკველიამ, ახალგაზრდა ფორვარდი ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი ფოფხაძის "იაგელონიამ" შავი დღე აყარა ერთ-ერთ ლიდერ "ვისლას" - 5:2. ჩვენებურმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
10-დან 10-ს უეჭველი მესი ვერ დაგენიძლავება. ტელევიზორში ნანახსა და მოედანზე ცოცხალ თამაშში შესრულებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. თუ კაცს ფეხბურთი გითამაშია ეზოში მაინც ასეთ რამეს ვერ იტყვი. ორივე ფეხით ერთნაირად თამაში ერთეულების ბედნიერებაა.
milani
20:01 09-12-2013
0
ხდება ხოლმე :D
nakrebshi ar aacilot
12:40 04-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული