ალეკო ამისულაშვილი ტურის სიმბოლური ნაკრების კანდიდატია

AutoSharing Option
რუსული საიტი "სპორტბოქსი" ტურის სიმბოლური ნაკრების დასახელებას გულშემატკივრებს ანდობს. საიტმა ამჯერადაც გამოაქვეყნა 33 კანდიდატი (3-3 თითოეულ პოზიციაზე), რომელთაგანაც უნდა შეირჩეს მე-18 ტურის სიმბოლური ნაკრები.

სასიამოვნოა, რომ სიაშია "კრილია სოვეტოვის" მცველი ალეკო ამისულაშვილი, რომელმაც ყოფილ გუნდ "კრასნოდართან" (1:0) ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ქართველის კონკურენტები არიან: ალექსანდრ გრანატი (დინამო) და ჟოაო კარლოსი (სპარტაკი).

"კრასნოდართან" თამაშის შემდეგ ამისულაშვილი თანაგუნდელმა ემინ მაჰმუდოვმა შეაქო: "დღეს დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეს არაფერი შეაქმნევინეს. რა თქმა უნდა, ალეკო ამისულაშვილი ბრწყინვალე იყო".

აქვე გეტყვით, რომ "ჩემპიონატმა" უკვე
შეადგინა ტურის სიმბოლური და იქ ამისულაშვილი არაა. ამ გამოცემამ ამისულაშვილის თამაში 6,5 ბალით შეაფასა. აქვე სხვა ქართველთა შეფასებებს ვიტყვით: საბა კვირკველია (რუბინი, 6,0), გია გრიგალავა (ანჟი, 6,0) და ჯანო ანანიძე (როსტოვი, 6,0).

ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული