ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანის თასზე ჰეთ-თრიქი შეასრულა

AutoSharing Option
აზერბაიჯანში თასის მეოთხედფინალისტთა ვინაობა გაირკვა. კახა ცხადაძის "ინტერს" პრობლემა არ შექმნია ქვედალიგის "შუშასთან" მატჩში და ის 7:0 გაანადგურა.

"ინტერი" მეოთხედფინალშია, სადაც "ნეფთჩის" დაუპირისპირდება.

სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაში 36 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა. მის ანგარიშზე ჰეთ-თრიქია. "იაშკამ" 27-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 32-ეზე 2:0 გახადა, ხოლო 62-ე წუთზე - 6:0.

ამ შეხვედრაში ცხადაძემ ლაშა სალუქვაძე და იაშვილი ათამაშა, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ბაჩანა ცხადაძე კი ტრავმირებულია.

* * *
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" თასიდან "არაზმა" გამოაგდო. ნახჭევანურმა კლუბმა პენალტების სერიაში 6:4
იმარჯვა, მას მერე, რაც ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა.

45-ე წუთზე "არაზის" ქართველმა ლეგიონერმა დავით ჯანელიძემ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა (1:1).

* * *
ბრძოლას აგრძელებს ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახი", რომელმაც 1:0 სძლია აზალ-ს. ქართველი ფორვარდი თავიდან სათადარიგო იყო.

ამასობაში დასახელდა აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც "ინტერის" გოლკიპერი გიორგი ლომაია მოხვდა.

ასევე იხილეთ:
გიორგი ლომაიამ "ინტერს" დერბი მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული