მერაბ ჟორდანია "ვიტესიდან" საბოლოოდ წავიდა, რა ბედი ელით ქართველებს?

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანია საბოლოოდ ჩამოშორდა არნემის "ვიტესს".

აქამდე ის კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას (მოკლედ რომ ვთქვათ, პრეზიდენტის) იკავებდა, თუმცა ალექსანდრ ჩიგირინსკიმ მორიგი ცვლილება განახორციელა - ჟორდანიას ადგილი ბერტ რუტერტმა დაიკავა.

გამოსათხოვარ წერილში ქართველმა ფუნქციონერმა შეაქო მისი შემცვლელი:

"ბერტი სწორედ ისაა, ვინც ახლა სჭირდება კლუბს. ის "ვიტესს" შიგნიდან იცნობს, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. პოსტს სიამაყით ვტოვებ და ახალ თავმჯდომარეს წარმატებასა და კლუბის აღმასვლის გაგრძელებას ვუსურვებ".


შეგახსენებთ, რომ მერაბ ჟორდანია "ვიტესის" მფლობელი 2010 წლის ზაფხულიდან არის (თუმცა, ხმების თანახმად, რეალური მფლობელი რომან აბრამოვიჩია). შემოდგომაზე კლუბში ოფიციალური მფლობელი შეიცვალა და ის ჟორდანიას პარტნიორი, ქუთაისელი ბიზნესმენი ალექსანდრ ჩიგირინსკი გახდა.

ჰოლანდიაში ჟორდანიას წასვლის მიზეზად პროექტ "2013"-ის ჩავარდნას ასახელებენ. ჟორდანიამ თავიდანვე განაცხადა, რომ 2013 წლისთვის კლუბი ან ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, ან ჰოლანდიის ჩემპიონობას. არც ერთი პირობა არ შესრულებულა, თუმცა "ვიტესი" რომ შესამჩნევად გაძლიერდა, თქმა არ უნდა. დღეისათვის არნემული კლუბი ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" თამაშობენ გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი.

ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესი" რუს ბიზნესმენს მიჰყიდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაც ეს კაცი მივიდა იქ შავი ფულიც ტრიალებს და საქმეც შესანიშნავად კეთდება!
dato
08:35 12-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული