ამ შეხვედრის წინ, ოთხშაბათის ვარჯიშზე "ჰერტას" მარცხენა მცველმა იოჰანეს ვან დერ ბერგმა კუნთი დაიზიანა და მისი თამაში "ვერდერთან" გამოირიცხა. "ბერლინერ ცაიტუნგის" ვერსიით, დიდი შანსია, ვან დერ ბერგი სასტარტო შემადგენლობაში 36 წლის ლევან კობიაშვილმა შეცვალოს.
"ჰერტას" ქართველი ლეგიონერი ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი მინდვრის მოთამაშეა და ის იშვიათად თამაშობს. ამ სეზონში "კობიმ" სულ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბერლინის "ჰერტა" 22 ქულით მე-7 ადგილზეა.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას და დაძაბულობაც