ალეკო ამისულაშვილი რუსეთში ყველაზე თავდაუზოგავ ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა sports.ru-მ გამოაქვეყნა სტატია "20 უცნობი ფაქტი რუსეთის საფეხბურთო სეზონზე". ნომინაციებში, რომელთაგანაც ზოგი ცუდია და ზოგი კარგი, მოხვდა ქართველი მცველი ალეკო ამისულაშვილი.

"კრილია სოვეტოვის" 31 წლის კაპიტანი sports.ru-მ ჩემპიონატის ყველაზე თავდაუზოგავ ფეხბურთელად დაასახელა. მიზეზი? რა თქმა უნდა, ქართველის მიერ სეზონის პირველ ნაწილში 19 დარტყმის მოგერიებაა. ამ შედეგით ამისულაშვილი მინდვრის მოთამაშეებში საუკეთესოა და მხოლოდ მეკარეებს ჩამორჩება.

სიტყვაზე, "ტომის" მოლდოველ მეკარე ილიე ჩებანუს სულ 14-ჯერ დაურტყეს კარში და 7 გოლი გაუშვა. ამისულაშვილმა კი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, "კრილია სოვეტოვი" 19-ჯერ იხსნა გოლისგან.

საბა კვირკველიას
"რუბინი" ყველაზე უინტერესო გუნდად დაასახელეს. "რუბინმა" საშემოდგომო ეტაპზე 6 მატჩი დაასრულა ნულოვანი ფრით.

ასევე იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის ჯენტლმენებში
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტოა თავს რო ზოგავენ ნაკრებში და თამაში რო არ უნდა
tijana513
21:28 12-12-2013
0
კლუბებში თავს იგიჟებთ ნაკრებში რატო არა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული