რა დააკლდა მარიუპოლის "ილიჩევეცს" ქართველების დემარშის შემდეგ

AutoSharing Option
შარშან ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა პოსტსაბჭოეთის ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეები დაასახელა. 16 ფეხბურთელს შორის 7 რუსი იყო, 4 უკრაინელი, თითო-თითო ბელორუსი და სომეხი, სამიც ქართველი: "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, მოსკოვის "სპარტაკის" კუთვნილი და ამჟამად "როსტოვში" იჯარით გაშვებული ჯანო ანანიძე და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ "ილიჩევეცის" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.

მაგრამ გავიდა ერთი წელი და ქართველებზე ძველებური აღტაცებით აღარ წერენ. მაგალითად, უკრაინულმა გამოცემა "ფუტბოლმა" ქვეყნის პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპი შეაჯამა და ერთ-ერთი წერილში, რომელიც მარიუპოლის "ილიჩევეცს" ეხებოდა, ქართველი ლეგიონერების - თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის
შესახებაც დაწერა.

მათ ნიჭს აღნიშნავენ, თუმცა საქმისადმი დამოკიდებულებას უწუნებენ, ოღონდ იქვე მიუთითებენ იმაზეც, რომ მარიუპოლელებს ქართველების წასვლა, გარკვეულწილად, დააზარალებს.

"წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით, "ილიჩევეცში" ოქრიაშვილს ვერავინ გადაასწრო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ქართველი მე-11 ტურის შემდეგ აღარ თამაშობს, "ილიჩევეცის" სასტარტო შემადგენლობაში კი სულ 7-ჯერ მოხვდა (პირველ ეტაპზე "ილიჩევეცმა" 18 მატჩი ჩაატარა).

ალბათ, ტექნიკური ოქრიაშვილის მწვავე დრიბლინგებისა და თარგამაძის შეტევების გარეშე მარიუპოლელთა თამაში უფერული იქნებოდა. მაგრამ სანამ "ილიჩევეცი" შეტევებში წვალობდა, ოქრიაშვილი და თარგამაძე სოციალურ ქსელებში საკუთარ სურათებს აქვეყნებდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი კი, როგორც ჩანს, ფეხბურთელთა ხელახალ აღზრდას არც ცდილობდა.

ოქრიაშვილისა და თარგამაძის მაგალითები ადასტურებს, რომ პავლოვი - მარიუპოლსა და პოლტავის "ვორსკლაში" - სხვადასხვა ტიპის მწვრთნელია. პოლტავაში მან საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა, მარიუპოლში კი ფეხბურთელებს სხვისთვის ზრდის. შესაძლოა, ამიტომაა, ფეხბურთელთა მეურვეობისა და მათთან საერთო ენის გამონახვის სურვილით რომ არ კვდება.

ბოლო შეხვედრებში ქართველების დემარშის გამო (ეს განსაკუთრებით ოქრიაშვილს ეხება) პავლოვი იძულებული გახდა, ორი თავდამსხმელით ეთამაშა.

ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დაბალი შედეგიანობის მქონე თავდამსხმელების დაყენება გაუმართლებელი იყო.

გუნდს სჭირდებოდა მოთამაშე, რომელსაც პასები ეხერხება. ადრე ასეთი იყო იაროშჩენკო, შემდეგ ოქრიაშვილი. ახლა კი მსგავსი გუნდში აღარ არის და ზამთარში სწორედ ამ ამპლუის მოთამაშის მოძებნა იქნება საჭირო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: მეეჭვება, "შახტარმა" ჩემში მილიონზე ნაკლები მოითხოვოს
დავით თარგამაძე: ევროპაში თამაში მინდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსეთი პოლიტიკურ ფეხბურთს თამაშობს უკრაინა ნახევრად პოლიტიკურს ჩვენს ტალანტებს ჩვენ თუ არ მოვუარეთ საშველი არასოდეს იქნება.
ilia
14:21 13-12-2013
0
წესრიგი და დისციპლინა ამათთვის არაფერს რომ წარმოადგენს ამ სიტუაციიდან გამომდინარეც ჩანს. ასე რომ ქეცბაია მიუხედავად თავისი სიხისტისა ამათთან ცამდე მართალია. ამიტომაც დარჩებიან სამწუხაროდ ამ დონის ფეხბურთელებად. პირველი "ბმვ" უკვე ხომ შეიძინეს ალბათ? აბა მიზანი მიღწეულია და აწი რად უნდათ ვარჯიში და გარჯა.
data
19:46 13-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული