გიორგი ილურიძემ "ზადარის" მეკარე 10 წუთით გათიშა [VIDEO]

AutoSharing Option
ხორვატიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საფეხბურთო ინციდენტმა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი გიორგი ილურიძე მონაწილეობდა.

9 დეკემბერს, "ზადარი"-"ჰაიდუკის" მატჩის მე-5 წუთზე სტუმრები აწვდიდნენ, როცა მასპინძელთა მეკარე მლადენ მატკოვიჩი ორ თავის ფეხბურთელს და ილურიძეს შეეჯახა, შემდეგ კი დაცემულ ილურიძეს წამოედო და მიწაზე გაწვა. ამასობაში დინო მიკანოვიჩმა დრო იხელთა და გოლი გაიტანა.

"ზადარის" ფეხბურთელები ჯერ გოლს აპროტესტებდნენ, შემდეგ კი ამისთვის არავის ეცალა - ილურიძემ წამოდგომა შეძლო, განსხვავებით მეკარისგან, რომელსაც 10 წუთი ექიმები მკურნალობდნენ, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვან
ეს.

ამ დღეებში ხორვატიის ფედერაციამ ეს საკითხი განიხილა და დაასკვნა, რომ მსაჯმა გოლი მართებულად ჩათვალა, ილურიძეს თამაშის წესი არ დაურღვევია. ეს თამაში კი 1:1 დასრულდა.

ისე, ერთი წესი "ჰაიდუკმა" მაინც დაარღვია - "ფეარ პლეის" პრინციპი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: "ადიდასი" დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული