"ლეგიამ" ლადო დვალიშვილის შემცვლელი შეარჩია?

AutoSharing Option
ევროპალიგის ბოლო ტურში ლადო დვალიშვილის "ლეგიამ", როგორც იქნა, გოლი გაიტანა, თუმცა ეს ქართველს არ გაუკეთებია. არადა, ის მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა და 90 წუთი ითამაშა. "ლეგიამ" "აპოლონს" ძლია, თუმცა ევროთასებზე მაინც ბოლო ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

პოლონეთში გამომავალი "სუპერ ექსპრესის" პარასკევის ნომერში წერია, რომ "ლეგიას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფორვარდი შეიძინოს.

"ლეგიამ" "სლასკის" გოლეადორ მარკო პეიშაოში ვროცლავურ გუნდს 700 ათასი ევრო შესთავაზა. აი, რას წერს "სუპერ ექსპრესი":

"ურბინის გუნდის მთავარი პრობლემა კარგი ფორვარდის არყოფნაა. ლადო დვალიშვილმა ვერ გაამართლა ის იმედები, რასაც მისგან ელოდნენ,
პატრიკ მიკიტა ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს პროფესიულ ფეხბურთში, მარეკ საგანოვსკის სერიოზული ტრავმა აქვს, ხოლო მიხალ ეფირი მუდამ ტრავმიანია".

პეიშაო 10 გოლით პოლონური ექსტრაკლასას ერთ-ერთი ბომბარდირია, დვალიშვილს კი 9 გოლი აქვს გატანილი. ლადოს უფრო ევროთასებზე მშრალ სერიას უწუნებენ, ბოლოს მან საკვალიფიკაციო წრეში გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი: ჩემი თამაში მწვრთნელმა და ფანებმა უნდა შეაფასონ
მკითხველის კომენტარები / 2 /
100% იანი ხარ ტორინო :) რო ყიდულობდნენ მაშინ არ იცოდნენ რა მაზალოც იყო?! :D ისე ქეცბაც თუ მიხვდება რომ არ ღირს ამაზე და გელაშვილზე ჩვენი ნერვების დღლეზვა კარგი იქნება
dato
00:06 14-12-2013
0
საერთოდ რა მოწონთ ამ ფეხბურთელში?!
torino
22:07 13-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული