ლაშა სალუქვაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
აზერბაიჯანში ტური არ ჩაივლის, რომ პრემიერლიგის ოფიციალურმა საიტმა ქართველი ფეხბურთელი არ გამოარჩიოს:

გვახსოვს, მე-12 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ გელაშვილი დაასახელეს, მე-13 ტურში საუკეთესო უკვე გიორგი ლომაია გახდა. მე-14 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე ალექსანდრე იაშვილი იყო. ქართველი გოლკიპერი მე-15 ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

მოკლედ, ქართველ ლეგიონერებს აზერბაიჯანული პრემიერლიგა "დაპყრობილი" აქვთ.

ახლა კი ბაქოს "ინტერის" მცველის, ლაშა სალუქვაძის ჯერი მოვიდა - ლაშა პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია. ამ ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 2:0 მოუგო "სუმგაიტს", ტრავმამოშუშებულმა სალუქვაძემ კი 90 წუთი თითქმის უშეცდომოდ
ითამაშა.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული