"შახტარს" თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე არ სჭირდება

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცში" მოთამაშე ქართველებს, თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძეს მთელი შემოდგომა არ აკლდათ მედიის ყურადღება.

სამწუხაროდ, ეს მათი კარგი თამაშით არ იყო გამოწვეული.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მწვრთნელმა განაცხადა, ოქრიაშვილი და თარგამაძე სანაკრებო პაუზის მერე ერთი თვეა, უკან არ დაბრუნებულანო.

მართალია, შემდეგ მან "ჩვენება შეცვალა", თუმცა ახლა "ილიჩევეცის" პრეზიდენტმა უწოდა მათ თავქარიანები.

ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კარიერა "ილიჩევეცში" დასრულდა. ამას არც თორნიკე და დავითი მალავდნენ და არც კლუბის მესვეურები.

და უცბად...

დონეცკის "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა
ქართველთა ტრანსფერზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ოქრიაშვილი და თარგამაძე "შახტარს" ეკუთვნიან. ფეხბურთელები აქამდე ამტკიცებდნენ, რომ მათი იჯარა დასრულდა, მაგრამ სულ სხვას ამბობს პალკინი:

"მათ საიჯარო ხელშეკრულება "ილიჩევეცთან" სეზონის ბოლომდე აქვთ. თუკი მათი აგენტები "ილიჩევეცს" მოელაპარაკებიან, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგები, სხვა კლუბში წავიდნენ.

ჩვენთვის მთავარია, ამ ბიჭებმა მოუმატონ ოსტატობაში, მაგრამ ამ წუთისთვის მდგომარეობა ასეთია: ქართველები სეზონის ბოლომდე "ილიჩევეცს" ეკუთვნიან.

ამის შემდეგ კი სიტუაციისდა მიხედვით ვიხელმძღვანელებთ"
.

ასევე იხილეთ:
რა დააკლდა მარიუპოლის "ილიჩევეცს" ქართველების დემარშის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეზობელი მყავს მოსკოვში, სელექციონერია მოსკოვის დინამოში. ძალიან ცუდს იძახის ქართველ ფეხბურთელებზე. უდისწიპლონოები,ზარმაცები,კაპრიზები,ბუტიები. ყოველთვიზ წამგებიანია მათან საქმის დაჭერა. იქნებ G.F.F.ეზრუნა ახალი თაობის სწორე აღზდაზე.
vaxo
18:40 19-12-2013
0
ძალიან საწყენია, რომ თავიანთ ტალანტს ვერ აფასებენ. ერთი სომეხი მოხვდა შახტარში და მაგრათ გაქაცა. ორი ქართველიდან კი არც ერთმა არ ივარგა ბოლომდე. ვისი ბრალია ნეტავ? გენრიხ მხითარიანია დამნაშავე ალბათ...
zako
18:04 19-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული