ჰოლანდიელი საფეხბურთო ექსპერტი: გიორგი ჭანტურია არ არის "ვიტესის" დონის

AutoSharing Option
"როდასთან" 1:3 მარცხის შემდეგ "ვიტესის" ქართველ ლეგიონერებს ხშირად აკრიტიკებენ.

უკვე მოვყევით, რა ინციდენტი შეემთხვა გურამ კაშიას, როცა კაპიტანი კამერების წინ გამოლანძღა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა.

ახლახან "ვოეტბალ ინტერნასიონალმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ საფეხბურთო ექსპერტ სტეფ დე ბონტთან, რომელმაც "ვიტესის" პრობლემებზე ილაპარაკა და მკვეთრად გააკრიტიკა გიორგი ჭანტურია.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესის" ფორვარდის, მაიკ ჰავენაარის დისკვალიფიკაციის გამო ჭანტურიამ სასტარტოში ითამაშა, ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა და საგოლე პასიც მიითვალა. მიუხედავად ამისა, ექსპერტის დასკვნა უარყოფითი იყო:

"რაც შეეხება ჭანტურიას, ის, უბრალოდ, არ არის "ვიტესის" დონის ფეხბურთელი და ამით
ყველაფერი ნათქვამია"
.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც გუნდიდან წამოვიდა ყოფილი მფლობელი მერაბ ჟორდანია. ნებით თუ უნებლიეთ, ქართველებზე შეტევას ამ ფაქტს ვუკავშირებთ.

ასევე იხილეთ:
"ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გურამ კაშიას შეურაცხყოფა მიაყენა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესეც ქეცბაიას ბრალია
dato
12:58 21-12-2013
0
აი, ეგაა განსხვავება ჰოლანდიელ ექსპერტსა და ქართველ ჯურნალისტს შორის: ქართველი ჟურნალისტი რიგითი გულშემატკივრის დონეზე ერკვევა ფეხბურთში და მარტო ხარიხას და საგოლე პასს ხედავს. არადა, თამაში 90 წუთის განმავლობაში ევალება ფეხბურთელს დაცვაშიც და შეტევაშიც, ბურთითაც და უბურთოთაც, მარა მაგის შეფასებას ცოდნა უნდა, რაც აქვს ექსპერტს და არა აქვს ქართველ ჟურნალისტს. ამიტომაც, ამის იქით ვერ მიდიან: გოლი შეაგდო, შტანგას გაარტყა, ორი კაცი მოატყუა...
ამ დონეზეა სამწუხაროდ, მწვრთნელთა უმეტესობაც დაშესაბამისად, გულშემატკივარიც :(
dudu
23:36 21-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული