ერთი კვირის წინ "სიმურგის" პრეზიდენტმა მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს დარჩენილი ორი მატჩის მოგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განთავუსუფლებით დაემუქრა - ქართველმა მწვრთნელმა მოთხოვნა შეასრულა - 20 დეკემბერს მისმა გუნდმა სტუმრად "რავანი" 3:0 გაანადგურა.
"სიმურგმა" 25 ქულით საშემოდგომო ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა.
დიდ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება ლიდერთა ჯგუფში "ყარაბახსა" და "ინტერს" შორის.
მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ნიკოლოზ გელაშვილი (მეორე ტაიმში შეცვალეს), ხოლო კახა ცხადაძემ სასტარტოში ათამაშა გიორგი ლომაია და ლაშა სალუქვაძე.