დავით თარგამაძე: არ მომწონს ტინგიცა და ''ფრონცკი'' გოგონები

AutoSharing Option
ფეხბურთელები - დათო თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ბოლო დროს სკანდალში გაეხვივნენ.

მათი საფეხბურთო გუნდის, ''ილიჩევეცის'' მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, სად არიან ქართველი ფეხბურთელები, ერთი თვეა, რაც არ გამოჩენილანო.

დათოსა და თორნიკეს ''ილიჩევეცთან'' ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ დაუმთავრდათ, თბილისში დაბრუნდნენ და ახლა სხვა გუნდებისგან ელიან შეთავაზებებს.

დავით თარგამაძესთან შეხვედრა საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, მოვიხელთეთ ინტერვიუს ჩასაწერად.

გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალ "რეიტინგის" ინტერვიუდან.

- კონტრაქტი ორივეს გაგიუქმდათ ''ილიჩევეცში''. თორნიკე არ არის კმაყოფილი ამ გუნდში თამაშით. შენც იმავე აზრის ხარ?
- რა თქმა უნდა, არ ვიყავი კმაყოფილი ამ გუნდში ყოფნით, მაგრამ კონტრაქტი გვქონდა და ვერ წამოვიდოდით. ''ილიჩევეცზე'' უკეთესი გუნდები არიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ არც ვიცი, სად წავალთ. ჩვენი აგენტები მუშაობენ. იანვრის ბოლომდე არის სატრანსფერო ფანჯარა. ამ დრომდე შეგვიძლია, სხვა გუნდში გადავიდეთ. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ. ყველაზე კარგი შემოთავაზება სადაც იქნება, იქ გადავალ.

- თამაშის გაგრძელება ერთ გუნდში გსურთ?
- რა თქმა უნდა. მე და თორნიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნათესავებიც გამოვდივართ, თორნიკეს ბავშვი მოვნათლე.

უკრაინაში ერთად ვცხოვრობდით. 24 საათი ერთად ვიყავით და ხშირად ვეუბნებოდი, შენ რომ სხვა გუნდში წახვიდე, ძალიან გამიჭირდება-მეთქი. გვინდა ერთ გუნდში თამაში, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ჩვენი სპორტული კარიერა მოითხოვს.

- ''ფეისბუქზე'' გიწერია, რომ ურთიერთობაში ხარ. როგორც ვხვდები, შეყვარებული ხარ.
- ასე ჩემმა მეგობარმა დაწერა. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, თავისუფალი ვარ და არავინ მიყვარს. ვარ მარტოხელა ფეხბურთელი. მქონდა რაღაც ურთიერთობები, რომელიც არ გამოვიდა. თან რთულია, მე უკრაინაში ვიყო და შეყვარებული საქართველოში მყავდეს. დიდი მანძილი ურთიერთობას აფუჭებს.

- გერმანელი და უკრაინელი გოგონები არ მოგწონდა?
- სერიოზული ურთიერთობები გერმანიასა და უკრაინაში არ მქონია. ვიღაც მომწონებია, მაგრამ სერიოზული რომანი არავისთან მქონია. ბევრი ლამაზი გოგონაა უკრაინაშიც და გერმანიაშიც, მაგრამ სილამაზეში ხომ არაა საქმე. მე ისეთი ადამიანი ვარ, სულ მგონია, რომ ქართველის გარდა, ვერავინ გამიგებს. მინდა, ქართველი მეუღლე მყავდეს. თუმცა არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. სიყვარული ისეთი რამეა, შეიძლება, ხვალ იაპონელი შემიყვარდეს, მაგრამ ჩემი სურვილია, ქართული ოჯახი მქონდეს და ოჯახის წევრებიც სულ მეუბნებიან, ქართველი გოგონა მოიყვანე ცოლადო. ჯერჯერობით არავის ვეძებ. სიყვარული ისეთი რამეა, ყოველთვის თავისით მოდის; რამდენიც უნდა ეძებო, ვერ იპოვი.

- როგორი გოგონები მოგწონს?
- სტერეოტიპი არ მაქვს. რა თქმა უნდა, გოგო, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მოგეწონოს. არ მომწონს ტინგიცა და ''ფრონცკი'' გოგონები. მომწონს ჭკვიანი გოგონები, ცანცარები რომ არ არიან და ისეთი, რომელიც მე გამიგებს. თუ არ იქნება მეტრი და ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი და თან ''ვიქტორია სეკრეტის'' მოდელი, ამაზე გართულება არ მაქვს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვის რაში აინტერესებს შენ როგორი გოგოები გევასება მყავდეთ ეხლა თქვენც საფეხბურთო ვარსკვლავები.ლელომ კიდე მერამდენეთ უნდა დაწეროს არაფრის მომცემი ხალხის სულელური ინტერვიუები
ფუ მე ამათი....
15:52 24-12-2013
0
ეს საერთოდ ვისთანაა?
დინა
12:54 24-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული