"ალანიას" დამფინანსებელი არ ჩანს - მარცვალაძეს და ხოჯავას 7 თვეა ხელფასი არ აუღიათ

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კვლავაც ვერ ახერხებს სკ "ალანიასთვის" დაფინანსების წყაროს მოძიებას.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზურ კლუბში დასაქმებულია ვლადიმერ გუცაევი, გუნდში კი ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ირიცხებიან.

ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი თაქოევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ კარგავს იმედს, რომ კომპანია "რუსგიდრო" გააგრძელებს "ალანიის" დაფინანსებას.

"საფეხბურთო გუნდში ვითარება კლავაც რთული რჩება. მოთამაშეებს უკვე შვიდი თვეა ხელფასები არ აუღიათ.

უწინ "რუსგიდრომ" გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს გუნდი, თუკი აქციათა 51 პროცენტს კომპანია მიიღებს. მათთან შეხვედრას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ.
ვიმედოვნებთ, კომპრომისს მივაღწევთ და კომპანია დააფინანსებს "ალანიას"
, - თქვა თაქოევმა.

მომზადებულია region15.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: მე, მარცვალაძე და ხოჯავა მოლაპარაკების შედეგს ველოდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული