"ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ "ილიჩევეცის" დონე მათთვის უარყოფითად ისახება კარიერაზე და სხვაგან გადასვლა სურთ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და ახალ წლამდე გვეცოდინება, სად გააგრძელებენ ისინი კარიერას. ყოველ შემთხვევაში, როცა "ილიჩევეცი" 8 იანვარს შეიკრიბება, ქართველების საკითხი უკვე გარკვეული იქნება", - განაცხადა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ კონკრეტული ვარიანტი უკვე გამოუჩნდა თარგამაძეს, რომელსაც ოდესის "ჩერნომორეცი" ეპატიჟება. ეს გუნდი ევროპალიგის პლეი ოფშია გასული და გაძლიერება
ამასობაში ua-football-მა "ილიჩევეცის" საშემოდგომო ეტაპი შეაჯამა და თარგამაძე და ოქრიაშვილი "ილიჩევეცის" მთავარ იმედგაცრუებებში შეიყვანა.
"დავითს და თორნიკეს დიდი პოტენციალი აქვთ და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, მაგრამ ბოლო დროს მათ სწრაფ გარღვევებს და ლამაზ ტექნიკას ვერ ვხედავდით, ისინი განაცხადშიც კი არ იყვნენ ხოლმე.
თარგამაძემ მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა, თან სამჯერ შეცვლაზე, მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. მართალია, ოქრიაშვილმა 11 მატჩი ითამაშა, მაგრამ ძველი ოქრიაშვილის ლანდი იყო - მას არც ერთ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია".
ასევე იხილეთ:
დავით თარგამაძე შეიძლება ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს