რატომ ვერ გადავიდა ჯანო ანანიძე არნემის "ვიტესში"

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში "როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ჯანო ანანიძის შეძენა არნემის "ვიტესის" ქართველ მფლობელ მერაბ ჟორდანიას სურდა.

"გადაწყვეტილია, ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა ივნისამდე ჩვენთან რჩებიან. მერე რა იქნება, ვნახოთ.

რა თქმა უნდა, ჯანოს დატოვება მერეც გვსურს, მაგრამ ყველაფერი სპონსორებზეა დამოკიდებული. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ჯანოს მხოლოდ ფიზიკურად მომძლავრება და სათამაშო პრაქტიკა აკლია.

სიმართლე ითქვას, ჩვენი ჩემპიონატი სულაც არ არის ზედგამოჭრილი ჯანოსთვის. აი, ჰოლანდიაში, სადაც მეტი თავისუფალი სივრცეა, ჯანო უფრო გაიბრწყინებდა. იქ ის უკვე ახლა ვარსკვლავი იქნებოდა.

თავის დროზე
მერაბ ჟორდანიას სურდა ჯანოს შეძენა "ვიტესში", მაგრამ ახლა ჟორდანია კლუბში აღარ არის. ასე რომ, ეს საკითხიც მოხსნილია"
, - განაცხადა "როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე Соккер.Ру-ს სეზონის რჩეულებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული