Sportall.ge-ს მკითხველთა აზრით, 2013 წლის საუკეთესო ლეგიონერი ჯაბა კანკავაა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მომხმარებლებმა საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს.

მკითხველთა აზრით, გასულ წელს, საქართველოს საზღვრებს გარეთ მოთამაშე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა იყო.

გამოკითხვა 5 დღე გრძელდებოდა, სადაც მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, საუკეთესო ლეგიონერი 7 კანდიდატისგან აერჩია. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 283-მა ადამიანმა მიიღო.

ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

1. ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის "დნიპრო") - 1 282 ხმა
2. გურამ კაშია (არნემის "ვიტესი") - 1 202
3. ჯანო ანანიძე ("როსტოვი"/მოსკოვის "სპარტაკი") - 246
4. ვაკო ყაზაიშვილი (არნემის "ვიტესი") -
245
5. ავთო ებრალიძე ("ჟილვისენტე" პორტუგალია) - 139
6. ალეკო ამისულაშვილი (სამარის "კრილია სოვეტოვი") - 94
7. ლადო დვალიშვილი (ვარშავის "ლეგია") - 75

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული