"ჯაბა ლიპარტიას შეუძლია ძალიან მაგრად ითამაშოს, მერე კი მთელი თვე ჩაიკარგოს"

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" ოფიციალურმა საიტმა გუნდის გამოსვლა შეაჯამა უკრაინის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე.

ამ გუნდის ღირსებას ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია იცავს და ჩვენც მხოლოდ ის ნაწილი გვაინტერესებს, თუ როგორი შეფასება მისცეს მის თამაშს უკრაინელებმა.

"ჯაბა ლიპარტიამ სეზონი გუნდის მთავარ პლეიმეიქერად დაიწყო. მას მერე, რაც ქართველი საუკეთესო ფორმიდან ამოვარდა, მწვრთნელმა ვერნიდუბმა ტაქტიკური სქემა 4-2-3-1-დან 4-4-2-ზე გადააწყო და გამთამაშებლის პოზიციაზე იანიკ ბოლი გაამწესა", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ საიტზე.

ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც ზამთრის სატრანსფერო გეგმებს ეხება, ნათქვამია, რომ "ზორიას" მთავარი მიზანი ბირთვის შენარჩუნებაა, გაძლიერება კი მხოლოდ
გამთამაშებლის პოზიციას სჭირდება:

"გაძლიერებას ალბათ მხოლოდ გამთამაშებლის პოზიცია საჭიროებს. ქართველი ლიპარტია ისეთი ფეხბურთელია, რომ შეუძლია ძალიან მაგრად ითამაშოს, როგორც ეს მან "მეტალისტთან" შეხვედრაში გააკეთა, შემდეგ კი დაიკარგოს მთელი თვით"
.

საბოლოოდ ექსპერტის შეფასება ლიპარტიაზე ასეთია:

"მართალია, გუნდის ლიდერი ვერ არის, მაგრამ გუნდისთვის სარგებელი მოაქვს".

ასევე იხილეთ:
ჯაბა ლიპარტია: ზამთრის არდადეგებზე კარგ ხასიათზე უნდა გავიდეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული