დავით სირაძე უმუშევარი დარჩა - "სპარტაკი" ბანკროტია

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკი", რომელშიც ქართველი ფეხბურთელი დავით სირაძე თამაშობს, რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მონაწილეობას შეწყვეტს.

კლუბი ოფიციალურად გამოცხადდა ბანკროტად და ახლო მომავალში რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგიდან მოხსნიან. გარდა ამისა, "სპარტაკი" პროფესიონალური კლუბის სტატუსით არსებობას შეწყვეტს.

"სპარტაკში" სიტუაცია შევისწავლეთ და მდგომარეობა ძალიან რთული აღმოჩნდა. ფეხბურთელების წინაშე მრავალმილიონიანი ვალები არსებობს, რასაც ყაბარდო-ბალყარეთის ბიუჯეტი ვერ გადაიხდის.

მოცემულ სიტუაციაში გუნდი პროფესიონალური სტატუსით ვერ იასპარეზებს.

აქედან გამომდინარე, "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგიდან მოიხსნება",
- თქვა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან აფაუნმა.

შეგახსენებთ,
რომ "სპარტაკი" მეორე ლიგაში 23 მატჩის შემდეგ 30 ქულით მე-12 ადგილზეა.

მომზადებულია rsport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული